ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა – სწავლა თამაშით
ზაფხულის არდადეგები ბავშვების დასვენებისა და განტვირთვის დროა.მაგრამ რა მოხდება, თუ განტვირთვასთან ერთად ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ? მსგავსი პოსტები No
Smartlings English Online – ეს არის პირველი და ერთადერთი ონლაინ სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს შვილებს ისწავლონ ინგლისური ენა უცხოელ თანატოლებთან ერთად
გაიგე რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ და რატომაა ინგლისურის სწავლა ჩვენთან უფრო სახალისო, მარტივი და სასიამოვნო!
მსგავსი მიდგომა ეხმარება მოსწავლეს გადალახოს საუბრის კომპლექსები, საბაზისო დონიდან დაიწყოს საუბარი და გახდეს თავდაჯერებული მოსაუბრე
ჯგუფური სწავლებისას ინდივიდუალური საჭიროებები ,ინტერესები,თემატიკა შერჩეულია ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით
ინტერაქციული მულტიმოდალური სწავლების მეთოდოლოგია
აღნიშნული პრაქტიკა ძალიან დიდ სტიმულს იძლევა ენის სწრაფად და ხალისიანად ათვისებაში. 3. თანამედროვე მეთოდები. ინტერაქციული მულტიმოდალური სწავლების მეთოდოლოგია
სადაც შეცდომების დაშვების არ შეგეშინდება
სწავლა შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელ დროს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
შეიძლება არ გაქვს მასწავლებლის თანდაყოლილი უნარები , როგორც ამბობენ მასწავლებლად არის დაბადებულიო,
მაგრამ არსებობს უნარები, რომლის დაუფლება ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანს!
პროფესიის შეცვლა არ გჭირდება, გჭირდება მეტი პროფესიონალიზმი !
მშობელი
მოსწავლე
მშობელი
ზაფხულის არდადეგები ბავშვების დასვენებისა და განტვირთვის დროა.მაგრამ რა მოხდება, თუ განტვირთვასთან ერთად ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ? მსგავსი პოსტები No
ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესასწავლად საჭიროა მრავალფეროვანი და სახალისო მიდგომების გამოყენება, რათა სწავლება მეტად სახალისო და ეფექტური იყოს. მსგავსი პოსტები ონლაინ
ინგლისური ენის შესწავლისას საუბრის უნარის განვითარება ადრეული ასაკიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. გთავაზობთ რამდენიმე ონლაინ თამაშს, რომელიც ახალგაზრდა შემსწავლელებს მსგავსი პოსტები
Want to receive push notifications for all major on-site activities?
მშობელი
მარიამ გელაშვილი - ჩვენი ინგლისური ენის მასწავლებელია. მან 2021 წელს დაამთავრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ფსიქოლოგიის განხრით. მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება, როგორც ინგლისური ენის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული, ისე ბავშვთა ფსიქოლოგიის ცოდნა. ის ლაღ და მეგობრული გარემოს ქმნის, სადაც მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებია გათვალისწინებული. მარიამის სიყვარული ინგლისური ენის მიმართ ბავშვოდან იწყება. პროფესიული არჩევანიც იმ საგნის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. მარიამი სრულფასოვნად დაეუფლა ინგლისურ ენას, გაირა მასწავლებელთა პროფესიული მომზადების, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსები და დღეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო, შრომისმოყვარე და პასუხიმგებლიანი მასწავლებელია.
მოსწავლე
მშობელი
ჯეიდან კატერინ ნელი - (Jaiden Catherine Nel ) ჩვენი სამხრეთ აფრიკელი TEFL სერთიფიცირებული მასწავლებელია, ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. თავისი პოზიტიური ხასიათით ჯეიდენი ახერხებს მნივნელოვანი გავლენა მოახდინოს ბავშვების როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებაზე, აფასებს თითოეულ მოსწავლეს და აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას , შთააგონებს და უბიძგებს პოზიტიური ცვლილებებისკენ. ,ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ ჩემს მოსწავლეებს მხოლოდ ინგლისურს კი არ ვასწავლი, ვეხმარები მათ მომავლის ფორმირებაში. მიხარია რომ სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მოსწავლეების ნდობის მოპოვება შევძელი, დავმეგობრდით და სწავლის პარალელურად ვსაუბრობთ უამრავ თემაზე, განვიხილავთ სამომავლო პროფესიებსა და პერსპექტივებს. ის ფაქტი რომ შემიძლია პოზიტიური გავლენა მოვახდინო მათი ხედვის ჩამოყალიბებაზე და მომავლის დაგეგმვაზე უდიდეს სტიმულს მაძლევს რომ დაუღალავად გავაგრძელო ჩემი საქმე. ისე გამოვიდა რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მე აღმოვჩნდი ისეთი მრჩეველი, როგორიც მე მათ ასაკში არ მყავდა. ეს კი ჩემთვის სიმშვიდისა და სტიმულისმომცემი ფიქრია’’ . ,,ჩემს მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება გადამწყვეტია და მიხარია, რომ მათი ნდობის მოვოპოვება შევძელი. გაცნობიერება იმისა, რომ მხოლოდ ინგლისურს კი არ ვასწავლი; ვეხმარები მათ მომავლის ფორმირებაში, ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს სრული შემართებით გავაგრძელო ჩემი საქმე.
Ვიან ჯუსტე (Wian Jooste) ჩვენი სამხრეთ აფრიკელი TEFL სერთიფიცირებული მასწავებელია ოქროს გულით. ასწავლის როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს. Ვიანი გამოირჩევა მაღალი ემოციური ინტელექტით, რაც მას მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკციის დამყარებაში ეხმარება. 14 წლიანი სწავლლების გამოცდილება და Ემპათიური ხასიათი ეხმარება მას მარტივად ამოიცნოს და მხარი დაუჭიროს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. მასთან მოსწავლეები არიან ბედნიერები და მოტივირებულები. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - ვიან ჯუსტე მრავალმხრიივ ნიწიერი ადამიანია. Მისი მთავარი გატაცებაა მუსიკა და საბრძოლო ხელოვნებაა. უყვარს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა. მან მონაწილეობა მიიღო საბრძოლო ხელოვნების ტურნირებშიც კი, ახლახან მესამე ადგილი დაიკავა კობუდოს გრძელი იარაღის დივიზიონში სამხრეთ აფრიკის და აფრო-აზიის ღია პირველობაზე!
Smartlings-ის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი მთავარი, სამხრეთაფრიკელი TESOL მასწავლებელია. ენდიმ ბაკალავრის ხარისხი უცხო ენასა და ლინგვისტიკაში მოიპოვა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. Მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩინეთსა და საქართველოში გაატარა. Მისი ჩინეთში მოღვაწეობა 10 წელზე მეტს ითვლის. ის არა მხოლოდ ასწავლიდა ინგლისურ ენას, არამედ იყო ამერიკის დექათლონის ჟიურის წევრი და სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი. Რაც შეეხება საქართველოს, ენდი საქართველოში პირველად 2010 წელს “მშვიდობის კორპუსის” ეგიდით ჩამოვიდა. იგი ასწავლიდა თბილისში, დუშეთში, კახეთსა და ბათუმში და შესანიშნავად იცის ყველაზე მეტად სად უჭირთ ქართველ მოსწავლეებს, როდესაც საქმე ინგლისური ენის შესწავლას ეხება. “Life’s a journey, enjoy the ride.” N.S.
Smartlings-ის მასწავლებელია. Მან 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ინგლისურენოვან გარემოში ცხოვრებისა და სწავლების გამოცდილება მან ბრწყინვალედ მიუძღვნა ბავშვების სწავლა-განათლებას. ნოემ 5 ენა იცის და მათგან ინგლისური ენა მისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესია. ენების სწავლა და სწავლება, საქმიანობის გარდა, მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა და ამ საქმეს ის დიდი სიამოვნებით აკეთებს. ნოე მხიარული, კომუნიკაბელური და მიზანდასახული ადამიანია, რაც ხშირად უჩენს მოსწავლეებს ინგლისურის სწავლის დიდ სტიმულს. “Never stop learning, because life never stops teaching” E.V.
Smartlings-ის ერთ-ერთი სამხრეთ-აფრიკელი CELTA მასწავლებელია, რომელიც ზრდასრულების კურსს უძღვება. Მას აქვს ინგლისური ენის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება, სამხრეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ის აგრეთვე ამზადებს მოსწავლეებს IELTS-ის გამოცდისთვის. მარია საუბრობს სამე ენაზე, მათ შორის არაბულის ერაყულ დიალექტზე. მას უყვარს ცხოველები, ბუნება, კითხვა და ხატვა. Გარდა ამისა, მისი გატაცება და ჰობი მოტო-სპორტია და თავისუფალ დროს მოტოციკლეტის ტარებაშიც სიამოვნებით ხარჯავს. “Students don’t care how much you know until they know how much you care.” U.K.
Smartlings-ის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ძირძველი მასწავლებელია. იამ თავდაპირველად თარჯიმან-რეფერენტის პროფესია აირჩია და ბაკალავრის ხარისხიც ამ მიმართულებით მოიპოვა. Მოგვიანებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხიც მიიღო. მისი მრავალმხრივი განათლება ენების საერთაშორისო კვალიფიკაციით დაგვირგვინდა - ის 2016 წლიდან არის TESOL პედაგოგი სხვადასხვა ქვეყნებში სწავლების 10 წლიანი გამოცდილებით. იამ 2018 წელს ჰონგ-კონგში გაიარა პროგრამა ლინგვისტიკის მიმართულებით და გახდა ადრეული განათლების ექსპერტი. ინგლისური ენის Სწავლების უდიდესი გამოცდილება მან ჩინეთში დააგროვა სხვადასხვა ამერიკულ სკოლებში მუშაობით. Მოგვიანებით კი, წარმატებული მოღვაწეობა საკუთარი სასწავლო ცენრტის დაარსებით დააგვირგვინა.
დიპლომირებული და გამოცდილი ინგლისური ენის პედაგოგი 10 წლიანი სწავლების გამოცდილებით. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფალულტეტი პედაგოგიკის სპეციალობით. მუშაობდა არაერთ წარმატებულ კერძო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. ჩაბარებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგნის გამოცდა ინგლისურ ენაში. ამჟამად ცხოვრობს ინგლისში და არის მოქმედი მასწავლებელი. ,,მინდა რომ ჩემმა სტუდენტებმა ინგლისური ენა არამხოლოდ ისწავლონ,არამედ იგრძნონ და იცხოვრონ მისი მეშვეობით. ჩემი როლია მათი გზა გავაადვილო და შევუქმნა ისეთი სასწავლო გარემო,სადაც ყოველი გაკვეთილი არის ინტერაქტიული, დინამიური და სახალისო’’.
“ A good education can change anyone. A good teacher can change everything!”