Ask ChatGPT
Set ChatGPT API key
Find your Secret API key in your ChatGPT User settings and paste it here to connect ChatGPT with your Tutor LMS website.

Want to receive push notifications for all major on-site activities?

საუკეთესო სკოლა, ქართველი და ინგლისურენოვანი მასწავლებლებით. ესაა ადგილი სადაც ბავშვები სრულფასოვნად ეუფლებიან უცხოენას. ნებისმიერი ასაკის ბავშვს ეხსნება კომპლექსი და ელემენტარული საბაზისო ცოდნიდან იწყებენ მტყველებას. ხალისით სწავლობენ ინგლისურს და ელოდებიან გაკვეთილების დაწყებას. Smartlings English Online ჩვენი აღმოჩენაა. დიდი მადლობა თქვენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებობთ!

ნანიკო

მშობელი

Screenshot 2025-02-13 at 22.45.33

მარიამი

მასწავლებელი

მარიამ გელაშვილი - ჩვენი ინგლისური ენის მასწავლებელია. მან 2021 წელს დაამთავრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ფსიქოლოგიის განხრით. მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება, როგორც ინგლისური ენის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული, ისე ბავშვთა ფსიქოლოგიის ცოდნა. ის ლაღ და მეგობრული გარემოს ქმნის, სადაც მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებია გათვალისწინებული. მარიამის სიყვარული ინგლისური ენის მიმართ ბავშვოდან იწყება. პროფესიული არჩევანიც იმ საგნის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. მარიამი სრულფასოვნად დაეუფლა ინგლისურ ენას, გაირა მასწავლებელთა პროფესიული მომზადების, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსები და დღეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო, შრომისმოყვარე და პასუხიმგებლიანი მასწავლებელია.

ვცხოვრობ და ვმუშაობ ირლანდიაში. Მიჭირდა ინგლისურად საუბარი და დიდხანს ვეძებდი ისეთ ინგლისურის მასწავლებელს, როგორიც Smartlings English Online-ის დამფუძნებელი ია მირიანაშვილია. ჩემი “ყოვლისშემძლე მასწავლებელის” დახმარებით 2-3 თვეში მომეხსნა კომპლექსი და დავიწყე ინგლისურად საუბარი. იას დახმარებით ვიპოვე უკეთესი სამსახური და არ ვაპირებ გაჩერებას სანამ სრულყოფილად არ დავეუფლები ენას. უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან ამ სკოლას.

გუჯა

მოსწავლე

მხოლოდ 7 თვე მოვახერხე ჩემი 2 შვილის თქვენთან მომზადება და აგერ უკვე 2 წელია თავისით უპრობლემოდ ართმევენ თავს სკოლის მასალას. Smartlings English Online - მართლაც რომ საუკეთესოები ხართ!

ელზა

მშობელი

Untitled design (19)

ჯეიდან

მასწავლებელი

ჯეიდან კატერინ ნელი - (Jaiden Catherine Nel ) ჩვენი სამხრეთ აფრიკელი TEFL სერთიფიცირებული მასწავლებელია, ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. თავისი პოზიტიური ხასიათით ჯეიდენი ახერხებს მნივნელოვანი გავლენა მოახდინოს ბავშვების როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებაზე, აფასებს თითოეულ მოსწავლეს და აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას , შთააგონებს და უბიძგებს პოზიტიური ცვლილებებისკენ. ,ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ ჩემს მოსწავლეებს მხოლოდ ინგლისურს კი არ ვასწავლი, ვეხმარები მათ მომავლის ფორმირებაში. მიხარია რომ სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მოსწავლეების ნდობის მოპოვება შევძელი, დავმეგობრდით და სწავლის პარალელურად ვსაუბრობთ უამრავ თემაზე, განვიხილავთ სამომავლო პროფესიებსა და პერსპექტივებს. ის ფაქტი რომ შემიძლია პოზიტიური გავლენა მოვახდინო მათი ხედვის ჩამოყალიბებაზე და მომავლის დაგეგმვაზე უდიდეს სტიმულს მაძლევს რომ დაუღალავად გავაგრძელო ჩემი საქმე. ისე გამოვიდა რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მე აღმოვჩნდი ისეთი მრჩეველი, როგორიც მე მათ ასაკში არ მყავდა. ეს კი ჩემთვის სიმშვიდისა და სტიმულისმომცემი ფიქრია’’ . ,,ჩემს მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება გადამწყვეტია და მიხარია, რომ მათი ნდობის მოვოპოვება შევძელი. გაცნობიერება იმისა, რომ მხოლოდ ინგლისურს კი არ ვასწავლი; ვეხმარები მათ მომავლის ფორმირებაში, ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს სრული შემართებით გავაგრძელო ჩემი საქმე.

ვიან

მასწავლებელი

Ვიან ჯუსტე (Wian Jooste) ჩვენი სამხრეთ აფრიკელი TEFL სერთიფიცირებული მასწავებელია ოქროს გულით. ასწავლის როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს. Ვიანი გამოირჩევა მაღალი ემოციური ინტელექტით, რაც მას მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკციის დამყარებაში ეხმარება. 14 წლიანი სწავლლების გამოცდილება და Ემპათიური ხასიათი ეხმარება მას მარტივად ამოიცნოს და მხარი დაუჭიროს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. მასთან მოსწავლეები არიან ბედნიერები და მოტივირებულები. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - ვიან ჯუსტე მრავალმხრიივ ნიწიერი ადამიანია. Მისი მთავარი გატაცებაა მუსიკა და საბრძოლო ხელოვნებაა. უყვარს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა. მან მონაწილეობა მიიღო საბრძოლო ხელოვნების ტურნირებშიც კი, ახლახან მესამე ადგილი დაიკავა კობუდოს გრძელი იარაღის დივიზიონში სამხრეთ აფრიკის და აფრო-აზიის ღია პირველობაზე!

ენდი

მასწავლებელი

Smartlings-ის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი მთავარი, სამხრეთაფრიკელი TESOL მასწავლებელია. ენდიმ ბაკალავრის ხარისხი უცხო ენასა და ლინგვისტიკაში მოიპოვა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. Მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩინეთსა და საქართველოში გაატარა. Მისი ჩინეთში მოღვაწეობა 10 წელზე მეტს ითვლის. ის არა მხოლოდ ასწავლიდა ინგლისურ ენას, არამედ იყო ამერიკის დექათლონის ჟიურის წევრი და სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი. Რაც შეეხება საქართველოს, ენდი საქართველოში პირველად 2010 წელს “მშვიდობის კორპუსის” ეგიდით ჩამოვიდა. იგი ასწავლიდა თბილისში, დუშეთში, კახეთსა და ბათუმში და შესანიშნავად იცის ყველაზე მეტად სად უჭირთ ქართველ მოსწავლეებს, როდესაც საქმე ინგლისური ენის შესწავლას ეხება. “Life’s a journey, enjoy the ride.” N.S.

ნოე

მასწავლებელი

Smartlings-ის მასწავლებელია. Მან 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ინგლისურენოვან გარემოში ცხოვრებისა და სწავლების გამოცდილება მან ბრწყინვალედ მიუძღვნა ბავშვების სწავლა-განათლებას. ნოემ 5 ენა იცის და მათგან ინგლისური ენა მისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესია. ენების სწავლა და სწავლება, საქმიანობის გარდა, მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა და ამ საქმეს ის დიდი სიამოვნებით აკეთებს. ნოე მხიარული, კომუნიკაბელური და მიზანდასახული ადამიანია, რაც ხშირად უჩენს მოსწავლეებს ინგლისურის სწავლის დიდ სტიმულს. “Never stop learning, because life never stops teaching” E.V.

მარია

მასწავლებელი

Smartlings-ის ერთ-ერთი სამხრეთ-აფრიკელი CELTA მასწავლებელია, რომელიც ზრდასრულების კურსს უძღვება. Მას აქვს ინგლისური ენის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება, სამხრეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ის აგრეთვე ამზადებს მოსწავლეებს IELTS-ის გამოცდისთვის. მარია საუბრობს სამე ენაზე, მათ შორის არაბულის ერაყულ დიალექტზე. მას უყვარს ცხოველები, ბუნება, კითხვა და ხატვა. Გარდა ამისა, მისი გატაცება და ჰობი მოტო-სპორტია და თავისუფალ დროს მოტოციკლეტის ტარებაშიც სიამოვნებით ხარჯავს. “Students don’t care how much you know until they know how much you care.” U.K.

სწავლების მეთოდი
1. გაკვეთილზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასაუბრო ინგლისურს და მოსმენის უნარის განვითარებას, თითოეული გაკვეთილი მოიცავს უამრავ მოსასმენ  და სასაუბრო მასალას. საბავშვო სიმღერების, როლური თამაშების,დიალოგებისა და  სახალისო ტექსტების დახმარებით მოსწავლეები იწყებენ ფიქრსა და საუბარს ინგლისურ ენაზე.
2. გაკვეთილზე შექმნილია სრულად ინგლისურენოვანი გარემო და გაკვეთილი სასიამოვნო და საინტერესო ხდება სხვადასხვა  თამაშებით,  ჯგუფური აქტივობებით და მრავალფეროვანი დამატებითი მასალის გამოყენებით.
3. დიდი ყურადღება ექცევა  ფონეტიკის შესწავლას იმის გამო, რომ  ინგლისურ ენაში  სიტყვა როგორც იწერება ზუსტად ისე არ იკითხება. კითხვის წესების ცოდნა საშუალებას აძლევს მოსწავლეს  ტრანსკრიფციის გარეშე წაიკითხოს უცხო სიტყვები, თუნდაც მისი მნიშვნელობა არ იცოდეს.
4. ჩვენთან სწავლა ძალიან სახალისოა
ჩვენი უახლესი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს თამაშის დროს, სახალისო აქტივობას რისი მეშვეობითაც მოსწავლეები ყველაზე მარტივად და ეფექტურად ითვისებენ სასწავლო მასალას.

ია

მასწავლებელი

Smartlings-ის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ძირძველი მასწავლებელია. იამ თავდაპირველად თარჯიმან-რეფერენტის პროფესია აირჩია და ბაკალავრის ხარისხიც ამ მიმართულებით მოიპოვა. Მოგვიანებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხიც მიიღო. მისი მრავალმხრივი განათლება ენების საერთაშორისო კვალიფიკაციით დაგვირგვინდა - ის 2016 წლიდან არის TESOL პედაგოგი სხვადასხვა ქვეყნებში სწავლების 10 წლიანი გამოცდილებით. იამ 2018 წელს ჰონგ-კონგში გაიარა პროგრამა ლინგვისტიკის მიმართულებით და გახდა ადრეული განათლების ექსპერტი. ინგლისური ენის Სწავლების უდიდესი გამოცდილება მან ჩინეთში დააგროვა სხვადასხვა ამერიკულ სკოლებში მუშაობით. Მოგვიანებით კი, წარმატებული მოღვაწეობა საკუთარი სასწავლო ცენრტის დაარსებით დააგვირგვინა.

image (10)

სოფო ნაცვალაძე

მასწავლებელი

დიპლომირებული და გამოცდილი ინგლისური ენის პედაგოგი 10 წლიანი სწავლების გამოცდილებით. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფალულტეტი პედაგოგიკის სპეციალობით. მუშაობდა არაერთ წარმატებულ კერძო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. ჩაბარებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგნის გამოცდა ინგლისურ ენაში. ამჟამად ცხოვრობს ინგლისში და არის მოქმედი მასწავლებელი. ,,მინდა რომ ჩემმა სტუდენტებმა ინგლისური ენა არამხოლოდ ისწავლონ,არამედ იგრძნონ და იცხოვრონ მისი მეშვეობით. ჩემი როლია მათი გზა გავაადვილო და შევუქმნა ისეთი სასწავლო გარემო,სადაც ყოველი გაკვეთილი არის ინტერაქტიული, დინამიური და სახალისო’’.

“ A good education can change anyone. A good teacher can change everything!”