ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ენის სწავლაში სხვადასხვა რესურსის შეთავაზებით, მნიშვნელოვანი ძირეული ცვლილები მოგვიტანა.
როგორიცაა ენის აპლიკაციები, ინტერაქციული პლათფორმები და მულტიმედიური ხელსაწყოები, ემსახურებიან სხვადასხვა სწავლების სტილის გახალისებასა და ეფექტურობას.
ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლის ფერად სამყაროში, ინტერაქტიულ ონლაინ თამაშებში ჩართვა უმნიშვნელოვანესია. თამაშით სწავლა უცხო ენის შესწავლის საუკეთესო სტრატეგია და რესურსია.
თამაშით სწავლება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და მათ ჩართულობას, ამავდროულად, ბავშვებს სთავაზობს ენის შესწავლის საინტერესო და სახალისო გზებს, აძლიერებს მათ კითხვის, წერის, ლაპარაკისა და მოსმენის უნარებს.
გიზიარებთ რამდენიმე ონლაინ თამაშს, რომელიც ახალგაზრდა შემსწავლელებს დაეხმარებათ სხვადასხვა უნარების განვითარებაში და ინგლისურის შესწავლის პროცესს აქცევს სასიამოვნო თავგადასავლად.
კითხვის უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ – Starfall, ReadTheory
Წერის უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ – WriteReader, StoryJumper
Მოსმენის უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ – ABCmouse, Cookie Monster’s Letter of the Day
Საუბარის უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ – ChatterPix Kids, Simon Says
Გარდა მოსმენის უნარებისა, პატარებს განუვითარებთ ისეთ უნარებს, როგორიცაა:
Მუშა მეხსიერება (ბავშვმა პირველ რიგში უნდა დაიმახსოვროს წესები);
Იმპულსის კონტროლი (ბავშვი უნდა გაჩერდეს და დაფიქრდეს წესებზე , სანამ იმოქმედებს);
ყურადღება (ბავშვმა უნდა გაამახვილოს ყურადღება წესებზე და მიჰყვეს ინტრუქციებს , რასაც თქვენ ეტყვით).
Ონლაინ თამაშებით სწავლება ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის ლექსიკის გამრავალფეროვნების თუ ლინგვისტური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების თვალსაზრისით. იგი სასწავლო პროცესს ხდის გაცილებით ეფექტურს, რომლის დროსაც ცოდნის ათვისება ხდება ბუნებრივ გარემოში, თავისთავად, სადაც მოსწავლემ შეიძლება ვერც კი გააცნობიეროს ასათვისებელი მასალის მოცულობა და სირთულე. ის სწავლების გამარტივებისა და გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საშუალებაა. ეს არის გართობა სწავლების პარალელურად და პირიქით, სწავლება გართობის პარალელურად.
სკოლები, რომლებიც იყენებენ თამაშით სწავლებას, მოსწავლეები მეტად მოტივირებულნი არიან, მათ უფრო დიდი სურვილი უჩნდებათ უკეთესად სწავლისა და უკეთესი შედეგებისთვის.
იცოდით ამ თამაშების შესახებ ? გამიზიარეთ რა თამაშებს იყენებთ თქვენ ?


