ინგლისური ენის შესწავლისას საუბრის უნარის განვითარება ადრეული ასაკიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. გთავაზობთ რამდენიმე ონლაინ თამაშს, რომელიც ახალგაზრდა შემსწავლელებს
დაეხმარებათ სხვადასხვა უნარების ათვისებაში და ინგლისურის შესწავლის პროცესს აქცევს საინტერესო თავგადასავლად.ChatterPix Kids: 6-12 წლის ბავშვები საუბრის უნარებს განვითარებენ მოლაპარაკე ანიმაციური სურათების შექმნით.
აპლიკაციის საშუალებით, Ნებისმიერი საგანი შეგიძიათ აალაპარაკოთ. უბრალოდ გადაიღეთ ფოტო, დაუხატეთ პირი და ჩაწერეთ საკუთარი ხმა. გაუგზავნეთ მეგობრებს სახალისო შეტყობინებების, მოთხრობებისა თუ მისალოცი ბარათების სახით. კრეატიული უნარების განვითარების საუკეთესო საშუალებაა და რაც მთავარია ეს ყველაფერი უფასოა!

Simon Says: საუბრისა და მოსმენის უნარების განვითარებისთვის პირველი კლასიკური თამაში ,,საიმონი ამბობს’’. Მშვენიერი გასართობია ყველა ასაკის ბავშვისთვის. ბავშვები მიჰყვებიან ინსტრუქციებს და ასრულებენ მოქმედებებს.

თამაშის შემდეგი იდეა :
ვეუბნებით ბავშვს დავალებას საიმონის სახელით , მაგ: “Simon says touch your nose”
შემდეგ, მხოლოდ დავალებას აძლევთ საიმონის გარეშე , მაგ: ‘’Touch your head’’
ეს უკვე აღარ უნდა შეასრულოს .
ბავშვი მხოლოდ იმ დავალებას ასრულებს რასაც საიმონი ამბობს.


