გიზიარებთ რამდენიმე ონლაინ თამაშს, რომელიც ახალგაზრდა შემსწავლელს გაუხალისებს სწავლის პროცესს და დაეხმარება წერის უნარების განვითარებაში:
WriteReader: მოსწავლეს შეუძლია შექმნას საკუთარი ილუსტრირებული ისტორია წიგნის სახით. ის ნაბიჯ – ნაბიჯ თავად აღმოჩნდება თანამონაწილე, შემქმნელი და ავტორი. ბავშვი იგონებს საინტერესო ამბებს, ქმნის ილუსტრაციებსა და წიგნის ყდას. ბოლოს, ბეჭდის საკუთარ წიგნს და სიამაყით აჩვენებს გარშემომყოფებს. გარდა წერის უნარის განვითარებისა, მოსწავლეები ხდებიან კრეატიულები და ივითარებენ სააზროვნო უნარებს, ამასთანავე , იძენებ დამოუკიდებელად მუშაობის უნარებს სახალისო და წარმოსახვითი გზით.

StoryJumper: შეასწავლის მოზარდებს შექმნან და გამოაქვეყნონ საკუთარი ისტორიები, რაც წერითი აზროვნების განვითარებას ემსახურება.

ასწავლის , საკუთარი ფანტაზიის გამოყენებით დაეუფლონ წერის რეალურ სტრატეგიებს.


