ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესასწავლად საჭიროა მრავალფეროვანი და სახალისო მიდგომების გამოყენება, რათა სწავლება მეტად სახალისო და ეფექტური იყოს.
იმისათვის რომ ბავშვებმა კითხვის უნარი გაიუმჯობესონ გთავაზობთ რამდენიმე ინტერაქტიულ ონლაინ თამაშს.Starfall: თამაშებით შეასწავლის კითხვას. უამრავი ილუსტრირებული მოთხრობა, სიმღერა თუ თამაში შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან დაეხმაროს კითხვის ძირითადი უნარების განვითარებაში, თამაშით შეასწავლოს ქართულისგან განსხვავებული ბგერები, ასოთშეთანხმებები, რიტმი, აქენტი და ინტონაცია.
ReadTheory: 1 -12 კლასის მოსწავლეებს უფასოდ აძვლევს წვდომას უამრავ საინტერესო მოთხრობაზე. პროექტები და თემები შერჩეულია ასაკობრივი თავისებურებებით.
ყველა ტექსტს მოყვება წაკითხულის გაგება-გააზრების განმავითარებელი სავარჯიშოები, რაც სამომავლო ანალიტიკური აზროვნების მთავარი საფუძველია.


