შეიძლება არ გაქვს მასწავლებლის თანდაყოლილი უნარები, როგორც ამბობენ მასწავლებლად არის დაბადებულიო,
მაგრამ არსებობს უნარები, რომლის დაუფლება ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანს!
პროფესიის შეცვლა არ გჭირდება, გჭირდება მეტი პროფესიონალიზმი !
ვიცი რა გაწუხებს: არ გყავს მოსწავლეები სტაბილურად, რადგან სასურველ შედეგზე ვერ გადიხარ.
სწავლების დროს ბევრი იმედგაცრუება გქონია ბავშვის სიზარმაცის გამო.
არ იცნობ თანამედროვე სწავლების ფორმებს და შესაბამისად ვერ იყენებ. ან თუ იცნობ, არ იცი როგორ ჩააშენო ეფექტურად საგაკვეთილო პროცესში.
არ გაქვს გააზრებული ტრადიციული სწავლების დადებითი მხარეები და ვერ ახერხებ მის შერწყმას თანამედროვე მეთოდებთან.
ასწავლი მოძველებული პროგრამით, რომელიც ვერ გეხმარება თანაბრად განავითარო წერის, კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარები. პროგრამას არ ახლავს ვიდეო და უდიო მასალა.
ჩვენი სათრენინგო პროგრამის გავლის შემდეგ შეძლებ:
რიგი დააყენო მოსწავლეების!
შენს მიერ ჩატარებული გაკვეთილი გახდება საინტერესო და სახალისო და ეფექტური!
შეძლებ გამოიყენო საინტერესო აქტივობები როგორიცაა როლური თამაშები, კომიქსები, დიალოგები, პრეზენტაციები და სხვა.
ზარმაცი მოსწავლე გადაიქცევა ყველაზე ბეჯით მოსწავლედ, რომელიც ყოველთვის სიხარულით დაელოდება შემდეგ გაკვეთილს.
გაკვეთილზე აქტიურად გამოიყენებ თანამედროვე სწავლების ერთ – ერთ ფორმას – თამაშით სწავლას. ბავშვი ყველაზე უკეთ თამაშით სწავლობს. შენ გაეცნობი ყველა ონლაინ რესურსს!
შეძლებ ინგლისური ასწავლო მსოფლიოს გლობალური პროგრამებით, აიყვან მოსწავლეებს ანბანის დონიდან ბ2 დონის ჩათვლით. მოიპოვებ წვდომას ჩვენს სასწავლო პროგრამაზე, დაზოგავ უამრავ დროს და რესურს სასწავლო მასალების მომზადებაში.
ჩვენთან თავმოყრილია ყველა საჭირო აქტივობა და რესურსი, რაც საინტერესო, სახალისო და პროდუქტიული გაკვეთილის ჩასატარებლად დაგჭირდება.
აღწერა:
სათრენინგო პროგრამა მოიცავს შეუზღუდავი რაოდენობის გაკვეთილების მოსმენას დღეში, როგორც ქართველ, ისე ინგლისურენოვან მასწავლებელთან.
იძენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას.
ეუფლები ბავშვებთან მიდგომის სპეციფიკას, სწავლობ შენიშვნის სწორად მიცემას და მოტივაციის გაზრდას – მეგობრული გარემოს შექმნით.
სწავლობ ყურებით, სწავლებაზე დაკვირვებით და ინიშნავ შეკითხვებს, რაც გაკვეთილის მოსმენისას გიჩნდება.
ყველა თქვენს შეკითხვას პასუხი გაეცემა კვირაში ერთხელ სკოლის დამფუძნებელთან, ია მირიანაშვილითან ონლაინ შეხვედრით.
რომელიც უამრავი საკითხის დეტალურ გაცნობიერებაში დაგეხმარებათ.
ღირებულება:
მასწავლებელთა სათრენინგო პროგრამის თვიური ღირებულება გახლავთ 300 ლარი. გვაქვს სწავლების 9 საფეხური, ანბანის დონიდან დაწყებული ბ2 დონით დამთავრებული. თითოეულ დონეზე თრენინგი მოიცავს 2 თვეს.
თრენინგების დაწყებიდან 1 თვეში შეძლებ ჩაატარო გაკვეთილები ჩვენს ცენტრში და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება.
ჩვენი სათრენინგო პროგრამა იმაზე ბევრად მეტ ღირებულებას მოგცემს, ვიდრე ის თანხა, რასაც ამ პროდუქტში გადაიხდი!
