ზაფხულის არდადეგები ბავშვების დასვენებისა და განტვირთვის დროა.მაგრამ რა მოხდება, თუ განტვირთვასთან ერთად ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ?
Smartlings Online საზაფხულო სკოლაში ჩვენ გთავაზობთ საინტერესო და სახალსო გაკვეთილებს, რომელიც ინგლისურის სწავლას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ჩვენი მიზანია ბავშვები არასოდეს დაიღალონ სწავლით და ყოველთვის მოუთმენლად დაელოდონ მომავალ გაკვეთილს.
ჩვენი საზაფხულო სკოლის პროგრამა ამყარებს სრულყოფილ ბალანსს გართობასა და სწავლას შორის.
აი, როგორ ვაკეთებთ ამას:
საინტერესო გაკვეთილები: ჩვენი გაკვეთილები შექმნილია ისე, რომ იყოს ინტერაქტიული და მიმზიდველი. ჩვენ ვიყენებთ სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს ბავშვის ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად.
ინგლისურენოვანი მასწავლებლები: ჩვენ ვქნით ენის შესწავლის ბუნებრივ გარემოს ინგლისურენოვან მასწავლებლებთან ერთად. Ბავშვები სიხარულით ესწრებიან ინგლისურენოვანი მასწავლებლის გაკვეთილებს და ივითარებენ მოსმენისა და საუბრის უნარებს.
როლური თამაშები: ბავშვები მონაწილეობენ როლური თამაშების სცენარებში, რაც მათ ეხმარებათ ინგლისური ენის პრაქტიკაში, რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაში. ეს აუმჯობესებს როგორც ენობრივ უნარებს, ასევე ზრდის მათ თავდაჯერებულობას.
თამაშები და შეჯიბრებები: თამაშით სწავლა ჩვენი სასწავლო გეგმის ძირითადი ნაწილია. ჩვენ ვაერთიანებთ თამაშებს და მეგობრულ შეჯიბრებებს, რომლებიც ინგლისურის სწავლას საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის.
პრეზენტაციები: მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან და წარმოადგინონ პროექტები. ეს ეხმარება მათ როგორც მეტყველების, ისე კრეატიული აზროვნების განვითარებაში.

რატომ უყვართ ბავშვებს ჩვენი საზაფხულო სკოლა?
ბავშვებს უყვართ ჩვენი საზაფხულო სკოლა, რადგან ის არასოდეს არის მოსაწყენი. აქტივობების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მათ აქტიურ ჩართულობას და ენთუზიაზმს. მათ შეუძლიათ თანატოლებთან ურთიერთობა, ახალი მეგობრების შეძენა და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა. მხარდამჭერი გარემო მათ ეხმარება გაიზარდონ როგორც აკადემიურად, ისე პიროვნულად.
რას ამბობენ, მშობლები, ჩვენზე:



ჩვენი ინგლისური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლა გთავაზობთ სწავლისა და გართობის უნიკალურ შერწყმას. ისარგებლე ამ ზაფხულით, და ჩვენს გაკვეთილებში ჩართვით დაეხმარე შენს შვილს დასვენებასთან ერთად სიხარულით გაიუმჯობესოს ინგლისური ენა.
თუ თქვენ ეძებთ პროგრამას, რომელიც აერთიანებს სწავლას თამაშთან ერთად, დაარეგისტრირე ბავშვი დღესვე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით whatsapp – ით 593 152189
კურსის დეტალები:
კურს უძღვებიან ქართველი და უცხოელი მასწავლებლები:
ია მირიანაშვილი და ენდი ვან დერ მერვი- სკოლის დამფუძნებლები და TESL სერთიფიცირებული მასწავლებლები, 10+ წლიანი სწავლების გამოცდილებით საქართველოში, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში.
ვიან ჯუსტე-TEFL სერთიფიცირებული მასწავლებელი. 14 წლიანი სწავლების გამოცდილება და Ემპათიური ხასიათი ეხმარება მას მარტივად ამოიცნოს და მხარი დაუჭიროს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. მასთან მოსწავლეები არიან ბედნიერები და მოტივირებულები.
გაკვეთილი ტარდება ზუმში-კვირაში ორჯერ
გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში 4-5 მსმენელი
Ფასების ნახვას შეძლებთ რეგისტრაციის დროს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასთან
მსგავსი პოსტები
No related posts.
