Smartlings Education
Smartlings Education – ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი დაარსდა 2018 წელს ჩინეთში, ქართველი მასწავლებლისა და ანტერპრენერის ია მირიანაშვილისა და მისი მეუღლის ენდი ვან დერ მერვის მიერ. თავდაპირველად ცენტრი მხოლოდ ჩინელ ბავშვებს აერთიანებდა, თუმცა პანდემიის დაწყებისთანავე ცენტრი გადაერთო ონლაინ სწავლებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა ქართველი ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლა. დღესდღეობით Smartlings Education მსოფლიოს 25 ქვეყანაში ოპერირებს.
Smartlings Education – არის ადგილი, სადაც ქართვლი ბავშვები ენას უცხოელ თანატოლებთან ერთად სწავლოებენ, რაც ძალიან დიდ სტიმულს იძლევა ენის სწრაფად და ხალისიანად ათვისებაში. გარდა ამისა, ისინი ადრეული ასაკიდანვე უმეგობრდებიან ბავშვებს მთელი მსოფლიოდან და ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, რაც მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარებათ.
Smartlings Education – ის მიზანია, ინგილურის სწავლებასთან ერთად ბავშვებს შევძინოთ ისეთი უნარები, რომელიც გლობალურ სამყაროში თვითმაკვიდრების საშუალებას მისცემს. შევქმნათ გარემო, სადაც ინგლისურენოვანი მასწავლებლების დახმარებით მოეხსნებათ საუბრის კომპლექსი, მიეჩვევიან ინგლისურად აზროვნებას და გახდებიან თავდაჯერებული მოსაუბრეები.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თანამედროვე მიდგომებისა და ტრადიციული მეთოდებით სწავლების კომპინააციით სააუკეთესო შედეგების მიღებაა შესაძლებელი.
მეთოდოლოგია და მიდგომები
ინგლისურის შესწავლა, განსაკუთრებით ონლაინ-რეჟიმში, ზოგისთვის შეიძლება რთული პროცესი იყოს. ჩვენი მიდგომებითა და მეთოდოლოგიით შევძელით უამრავი ადამიანის წარმოდგენის შეცვლა და ონლაინ გაკვეთილების ეფექტურობაში დარწმუნება. უფრო მეტიც! ონლაინ სწავლება ვაქციეთ ყველაზე მოსახერხებელ და უნიკალურ შესაძლებლობად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დროის ფასი იცის და მინიმალურ დროში მაქსიმალური შედეგის მიღება სურს.
ჩვენი მოსწავლეები განებივრებულები არიან სხვადასხვა სახალისო აქტივობებით: დებატები, როლური თამაშები, კომიქსები, პრეზენტაციები და სხვა. გაკვეთილზე ვიყენებთ ენის აპლიკაციებს, ინტერაქტიულ პლათფორმებსა და მულტიმედიური ხელსაწყოებს. მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიებთან დაახლოებამ ინგლისური ენის დაუფლება გახადა ბევრად მარტივი, სახალისო და ეფექტური. აღნუშნული პრაქტიკა ხელს უწყობს ბავშვების გამოფხიზლებას და მოტივაციის გაზრდას, სრულიად იცვლება ბავშვის დამოკიდებულება ინგლისურ ენის მიმართ. ამგვარად მიგვაჩნია, რომ სიახლე მხოლოდ უკეთესი შედეგის დადების საფუძველზე უნდა დაინერგოს.
სწავლების ხარისხი
ჩვენთან სწავლების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ თითოეულ ჯგუფში განსაზღვრულია მოსწავლეების რაოდენობა რათა თითოეული მათგანისთვის პირად სჭიროებაზე მორგებული დრო და ყურადღება დაეთმოს. ამ მიდგომით იზრდება მოსწავლეების გაკვეთილში ჩართულობა და აქტიურობა
გაკვეთილების ეფექტურობა
გაკვეთილის დრო მთლიანად ეთმობა ახალი მასალის ახსნას და პრაქტიკაში გამოყენებას. შექმნილია დახურული ჯგუფები, სადაც გაკვეთილის შემდეგ იგზავნება სახალისო და პრაქტიკული დავალებები. 24/7-ზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოსწავლეთა მიერ ატვირთული დავალებების დაუყოვნებელი შესწორება.
სახალისო სწავლება
ჩვენი უახლესი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს თამაშის დროს, სახალისო აქტივობას, რისი მეშვეობითაც ისინი ყველაზე მარტივად და ეფექტურად ითვისებენ სასწავლო მასალას. გაკვეთილში ჩართულნი არიან უცხოენოვანი მოსწავლეებიც, რაც დიდ სტიმულს იძლევა ენის სწრაფ და ხალისიანად ათვისებაში
პედაგოგები და მოქნილი გრაფიკი
როგორც ქართულენოვანი ისე, ინგლისურ ენას ასწავლიან ბრიტანელი, ამერიკელი და სამხრეთ აფრიკელი პედაგოგები, რაც მოსწავლეებს უადვილებს ინგლისური ენის შესწავლას და ენის ბარიერის მარტივად გადალახვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მშობლებთან საუკეთესო შედეგების მისაღწევად
ონლაინ სწავლება საშუალებას გვაძლევს მშობელი გავხადოთ ბავშვის პროგრესის უშუალო მონაწილე. ჩვენს მშობლებს შეუძლიათ დაესწრნენ ნებისმიერ გაკვეთილს, მიიღონ გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერი და იხილონ შვილის მიერ შესრულებული დავალებების ისტორია. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და მეგობრობა აუცილებელი პირობაა.
რას საუბრობენ ჩვენზე
ნანიკო
მშობელი
თამარი
მშობელი
ნათია
მშობელი
ანანო
მშობელი
ელზა
მშობელი
გუჯა
მოსწავლე
